ისლანდიური ჯგუფის Sigur Ros-ის სოლისტი Jónsi Birgisson სოლო ალბომს უშვებს. მაისიში ჯონსიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სოლო ალბომზე იწყებდა მუშაობას. ალბომის სახელწოდებაა “Go” და ის გაყიდვაში 2010 წლის 22 მარტს გამოვა. ალბომის ჩაწერაში ჯონსის ეხმარებოდა Nico Muchly (Björk, Grizzly Bear) რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ალბომის ტრეკლისტი, ასევე ჯონსიმ უფასოდ გაავრცელა სინგლი “Boy Lilikoi”.მისი გადმოწერა მისი ვებ-გვერდიდან - Jónsi.com-დან არის შესაძლებელი. ასევე ვებ-გვერდზე იხილავთ ალბომზე მუშაობის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას.
ალბომის ტრეკლისტი:
01 – Go Do
02 – Animal Arithmetic
03 – Tornado
04 – Boy Lilikoi
05 – Sinking Friendships
06 – Kolnidur
07 – Around Us
08 – Grow Till Tall
09 – Hengilas




ამ ალბომს ძალიან ველოდები!:)სამი ტრეკი მაქვს ჯერ მარტო და ძაან მაინტერესებს დანარჩენებიიიც!:D:D ძალიან ნიჭიერია ეს კაცი და თან ძალიან ბავშვური:) ხო, აი რამდენიმე წუთის წინ ვნახე “GO DO”-ს ვიდეო და ჩემი ისლანდიური მუსიკის უკვე 10 წლიანი სიყვარული,უფრო გამიმტკიცდა:D:D:D
ხო საკმაოდ კაი ალობომი იქნება
თან საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო ტურნე ექნება ჩემი აზრით, რომელსაც აპრილში დაიწყებს.