ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით კრის მარტინი (Coldplay), პოლ მაკარტნი და ჯორჯ მაიკლი X-Factory-ს ფინალზე ერთად იმღერებენ. X Factory ბრიტანული მუსიკალური კონკურსია რომელიც 2004 წლიდან იმართება და დღემდე არაერთი პოპ-ვარსკვლავი ჰყავს “გამოზრდილი”.
პოლ მაკარტნის ამ შოუზე გამოჩენის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ არაა ბოლომდე დადასტურებული, სამაგიეროდ ცნობილია რომ კრისი 13 დეკემბერს წარსდგება მაყურებლის წინაშე და დიდი სიხარულით ელოდება მაკარტნისთან და მაიკლთან ერთად ერთ სცენაზე გამოსვლას.



