სიუზან ბოილი ბრიტანეთის ჩარტების სათავეში მოექცა.

Susan Boyleალბათ ყველას გახსოვთ სიუზან ბოილი, ცნობილი ბრიტანული სატელევიზიო-მუსიკალური შოუ Britains Got Talent-ის ნამდვილი ვარსკვლავი. საქმე ისაა რომ სიუზანი ერთი შეუხედავი ქალბატონია პატარა სოფლიდან. კონკურსზე გამოსვლისას მან ჟიურის და მაყურებლის მხრიდან სერიოზული ცინიზმი “მიიღო” სანამ სიმღერას დაიწყებდა. ამ ქალბატონს ხომ სურდა ალან პეიჯივით ცნობილი ვარსკვლავი გამხდარიყო.

ხოლო მას შემდეგ რაც სიუზანმა სიმღერა დაიწყო, ეჭვი აღარავის ეპარებოდა რომ მისი სახით ბრიტანეთს ულამაზესი ხმის მქონე ახალი ვარსკვლავი მოევლინებოდა. 47 წლის ქალის ოცნება კი ისე ახდა, რომ ამისთვის არცთუ ბევრ ჯგუფს და მომღერალს მიუღწევია. სიუზანის სადებიუტო ალბომი “I Dreamed A Dream” ბოლო 1 კვირაა ბრიტანეთის ჩარტებში არც მეტი არც ნაკლები 1 ადგილით ლიდერობს და რეკორდული რაოდენობით იყიდება. როგორც ჩანს, თუკი ადამიანს ნიჭი აქვს, ყველაზე არარეალური ოცნებაც კი შეიძლება ახდეს.

იხილეთ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, სასიამოვნო და “ბედნიერი” ვიდეო იუთუბზე.

1 კომენტარი

  1. willis acid ამბობს:

    იზ გრიაზი ვ კნიაზი :E

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress