Real Estate – Real Estate

Real Estate

Artist: Real Estate
Album: Real Estate
Release Date: 17 November, 2009
Label: Woodsist
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ეს ბენდი წარმოშობით ნიუ-ჯერსიდან არის, ამჟამად მათი საცხოვრებელი ადგილი ნიუ-ორკია. ვერ გეტყვით, ზუსტად როდიდან უკრავენ ერთად, მაგრამ მუსიკალურ ასპარეზზე 2009 წელს გამოჩნდნენ. ჯგუფის ვოკალისტი Martin Courtney ადრე “Titus Andronicus”-ში უკრავდა. ბენდის კიდევ ერთ წევრს, Matt Mondanile-ს, კი ამჟამად საკუთარი პროექტიც აქვს და მოღვაწეობს Ducktails-ის სახელით. არის კიდევ ორი ნაკლებად ცნობილი პროექტი, რომელიც ამ უკანასკნელს უკავშირდება: “Predator Vision” და “The Parasails”. “Predator Vision”-ში ასევე ჯგუფის დრამერი Etienne Duguay-ც უკრავს (თუ უკრავდა).

რაც შეეხება Real Estate-ს. ეს ბენდი როგორც მოგახსენეთ 2009 წლის პირმშოა. “Pitchfork”-ზე best new music-ის კატეგორიაშიც კი მოხვდნენ და ალბომმაც საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო. საერთოდ ძალიან დადებითად შეხვდნენ სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები ჯგუფსაც და ალბომსაც. ბუნებრივია, ისინი ხომ პოპულარულ lo-fi ტალღას გამოჰყვნენ და Surf Pop-ის ჭრილშიც ადვილად მოხვდნენ. ერთი რამე რაც ნადმვილად უნდა აღინიშნოს, ალბომს მართლაც აქვს თავისებური საუნდი და განწყობა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ზედაპირულია. აი, მაგალითად “Suburban Dogs”-ის, ალბომის მესამე ტრეკის, სტილს რომ მიჰყოლოდნენ, უფრო ღრმა ნამუშევარი გამოუვიდოდათ და ახლა მეტ დადებით სიტყვას დავწერდი, მაგრამ არ მოინდომეს და რას იზამ. საერთოდაც Matt Mondanile-ისთვის უფრო მეტი რომ დაეჯერებინათ ყველაზე კარგი ეგ იქნებოდა, ვინაიდან მისი Ducktails ძალიან კარგი პროექტია. ამ ბიჭმა წელს ორი ერთმანეთზე უკეთესი ალბომი გამოუშვა.


მე ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდად დაიგეგმა მენეჯმენტის საკითხები. ამ ალბომამდე ჯგუფმა გამოუშვა EP სახელად “Atlantic City Expressway”, ასევე რამდენიმე სინგლი, “Fake Blues” და “Green River” მათ შორის. ერთი სიტყვით, მსმენელებმა ამ რელიზებით გაიცნეს Real Estate, შემდეგ კი გამოვიდა ალბომი, რომელშიც რა მივიღეთ? აბსოლუტურად იგივე და უკვე ნაცნობი ტრეკები, ანუ ფაქტობრივად ალბომში არაფერი ახალი არ აღმოჩნდა. თანაც “Atlantic City Expressway”-იდან “Real Estate”-ში ყველა ტრეკი შეიტანეს “Saturday Morning”-ის გარდა, რომელიც მე თუ მკითხავთ ჯგუფის საუკეთესო კომპოზიციაა. პრიცნიპში, იგივე EP-ის კვალობაზე მეც დადებით შეფასებებს მივცემდი, მაგრამ სრულ ალბომთან მიმართებაში უფრო მეტია საჭირო. აქ კი გვაქვს პრიმიტიული რითმები, გადაღეჭილი გიტარები, მოსაწყენი არანჟირება და უემოციო ფონი. კი ბატონო, ეს lo-fi და surf pop კარგია, მაგრამ მერე რა?

Myspace

1 კომენტარი

  1. დიტო ჩიქოვანი ამბობს:

    მეც არ მომწონს ეს ალბომი.მაგარი უინტერესო.პიჩფორკს დაგინებული აქვს პროსტა ყველა ესეთი რომ განადიდოს :D

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress