MUZAME – კვირის ნომერი (#1)

Muzame - First Georgian Online Music Magazine

მაშ ასე, ჩვენო ერთგულო მკითხველო გავაცილეთ შემოდგომა და დეკემბრის დადგომასთან ერთად ვისთვის რა შეიცვალა – ზოგი თოვლს ელის, ზოგს სიცივე აწუხებს, ზოგიც წინასაშობაო სამზადისშია. რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას აკეთებს. მთავარია რომ ჩვენი მკითხველისთვის მუსიკა ყოველდღიურ ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევს.

ხოდა ჩვენც, მუზამეს ავტორებმა ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა,  გადავწყვიტეთ დეკემბრიდან თქვენთვის ჩვენი პირველი კვირის გამოშვება შემოგვეთავაზებინა. მუზამელები მთელი კვირის განმავლობაში ვაგროვებდით საინტერესო ამბებს, ვწერდით ახალი ალბომების მიმოხილვებს, გთავაზობდით ექსკლუზიურ ინტერვიუებს უცხოურ და ქართულ ჯგუფებთან, გადმოსაწერად ვდებდით ლეგალურ პროდუქციას და თქვენთან ერთად  ვუყურებდით მუზამეს Music Tee Vee-ს. ახლა კი დროა განვლილი კვირა შევაჯამოთ. 


სიახლეები:

  • ეს კვირა ჯგუფ Animal Collective-ს შესახებ საკმაოდ საინტერესო ნიუსით დავიწყეთ. როგორც გავიგეთ ჯგუფი არა ჩვეულებრივი ალბომის, არამედ ვიზუალურ/მუსიკალური პროექტის  გამოშვებას აპირებს.
  • გავიგეთ ისიც, რომ ჯგუფი Keane ახალ EP-ს გამოუშვებს მომავალი წლის მაისში.
  • ძალიან გაუმართლა Trojan Marching Band-ს, მათ Radiohead-თან ერთად დაუკრეს 2009 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე. ამ სიმღერის ჩანაწერი სარეპეტიციოდან შევიდა მათ ახალ ორდისკიან ალბომში  Trojan Legacy,  რომელიც 1 თვის წინ გამოვიდა
  • ახალ ალბომზე ფიქრობს ჯეისონ პირსი.
  • ხოლო Arcade Fire-მ უკვე გადაწყვიტა რომ მათი მომდევნო დისკი 2010 წლის მაისში გამოვა.
  • როგორც იქნა ამოიქოქა Gorillaz და 5 წლის შემდეგ მათ ახალი სტუდიური ალბომის გამოშვება გადაწყვიტეს, მოწვეულ სტუმრად კი სნუპ დოგის გვპირდებიან. იგეგმება ჯგუფის ანიმაციური პერსონაჟების შეცვლაც.
  • U2 არ ჩერდება და უფრო და უფრო იმტკიცებენ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამედროვე როკ-ჯგუფის იმიჯს. მომავალი წლის მაისში ისინი არც მეტი, არც ნაკლები Glastonbury-ს ფესტივალზე ჰედლაინერის სტატუსით წარსდგებიან, სავარაუდოდ როლინგ სთოუნზთან ერთად.
  • ლეგენდარული ფესტივალი ამოიღო მიზანში Kasabians-მაც. 2010 წლის ზაფხულში ისინი T In The Park-ის ჰედლაინერებად მოგვევლინებიან

რეცენზიები:

ამ  კვირას სამი ახალი ალბომის მიმოხილვა შემოგვთავაზეს დიტო ჩიქოვანმა, სანდრო გვარჯალაძემ და დათო დათუნაშვილმა.

1. Animal Collective  - Fall Be Kind EP

2. Keith Jarret – Testament

3.  The Mary Onettes – Island


ინტევიუები:

გიორგი მამადაშვილმა განსაკუთრებით იმუშავა ამ მხრივ და გასულ კვირას ორი საინტერესო ინტერვიუ შემოგთავაზეთ. ერთი ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკულ ელექტრონულ ჯგუფ Bear In Heaven-თან. მეორე ინტერვიუ კი ცნობილი ქართული როკ-ჯგუფის Небо СССР-ის ყოფილ ვოკალისტ კოტე კალანდაძესთან, რომელიც ამჟამად ახალი პროექტით ყოფილა დაკავებული, სახელწოდებით Lady Heroine.


Free Download: დიტო ჩიქოვანმა იზრუნა თქვენთვის უფასო ლეგალური მუსიკის მოწოდებისთვის. დაკლიკე და ჩამოქაჩე


Music Tee Vee: დათო დათუნაშვილმა და დიტო ჩიქოვანმა კი "მუზამეს თიი ვიი"-სთან მიგვიპატიჟეს, სადაც ორი საინტერესო ვიდეო ნახეთ. დარწმუნებული ვარ ბევრი იხალისეთ  მობილური კავშირგაბმულობის კომპანია T-mobile-ს სარეკლამო კლიპზე, სადაც ტრაფალგარის სკვერში 13 000 ადამიანი ერთად მღერის Hey Jude-ს. აგრეთვე საინტერესო იყო ერთი ლონდონური ჯგუფის ვიდეოები სადაც ისინი ლამაზად "აჩხაკუნებენ" საკუთარ სიმღერებს აკუსტიკურ გიტარაზე.


როგორც ხედავთ, საკმაოდ საინტერესო კვირა იყო მუსიკაში. ჩვენ კი, მუზამეს ავტორები აუცილებლად ველოდებით თქვენს იდეებს, მოსაზრებებს და ინფოებს მეილზე: info@muzame.ge

წაგვიკითხეთ და დაგვიმუზამეთ  

6 კომენტარი

  1. სანდრო გვარჯალაძე ამბობს:

    მომწონს მომწონს

  2. გიორგი მამადაშვილი ამბობს:

    მომწონსx10

  3. დიტო ჩიქოვანი ამბობს:

    ძალიან მაგარია
    გაამართლა მგონი :)

  4. მაგარია მართლა :უპ:, ‘პროსტა’ იმ ამრჯვენა მხარეს უნდა მივხედოთ :D :D

  5. ქეთი ილურიძე ამბობს:

    წარმატებას გისურვებთ. ძალიან მომეწონა უუუუ

  6. გმადლობთ კოლეგავ :)

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress