Cold War Kids

untitled კალიფორნიელი “ცივი ომის ბავშვები” როგორც ამბობენ სულ სხვა რამეა…მუსიკას,რომელსაც ნათან უილეტი (გიტარა,ვოკალი), მათ მაუსტი (ბასი), ჯონი რუსელი (გიტარა, ვოკალი) და მათ ავეირო (დრამი) აკეთებენ, არის რაღაც შუალედური როკს, ბლუზს, კაკუნსა და ტაშის დაკვრას შორის…

ბენდის წევრებმა ერთმანეთი ქრისტიანულ კილეჯში გაიცნეს და არალოგიკურია, რომ მათ ტექსტებში ხშირად არის ალკოჰოლი, კრიმინალი და ნარკოტიკი… თუმცა იქვე მოიპოვება იმედი და სიყვარული…  პირველი ალბომის გამოსვლის შემდეგ ინდიმუსიკის კრიტიკოსები გაოცებულები იყვნენ…  ჯგუფმა დაარღვია ინდი მუსიკის ათი მცნებიდან ერთ-ერთი: მორწმუნეებს აქ უბრალოდ არაფერი ესაქმებათ…

თვითონ ამბობენ, რომ მათი მუსიკა ყველასთვისაა, ვინც ნარკოტიკებმა მოწამლა, ვინც კრიმინალია, ვინც ქუჩებში ცხოვრობს და ვინც თავისი თავის ამ ყველაფრისგან დაცვას ცდილობს… cold-war-kids-group-promo-02

ის, ვინც მათ უსმენს, ამბობს, რომ მათი საშუალებით უფრო ადვილია დაიჯერო ჰიპოპანტაზიები… და თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხარ მათ კონცერტზე, აუცილებლად უნდა წახვიდე მანამ, სანამ მათი კონცერტები ჯერ კიდევ არ გამხდარა გრანდიოზული და ქაოტური…

ბენდმა თავისი მუსიკის პოპულარიზაცია ბლოგებსა და Myspace-ზე დაიწყო, დღეს სამი ალბომი აქვთ გამოშვებული: (Up In Rags (EP, 2006), Robbers and Cowards (LP, 2007), Loyalty To Loyalty (LP, 2008)  და მსმენელების სიმცირესაც აღარ უჩივის.cold-war-kids-group-promo

მეოთხე ალბომს იანვრის შემდეგ გეგმავენ, თუმცა გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

9 კომენტარი

  1. თორნიკე ამბობს:

    ძალიან საინტერესოა აზზეც არ ვარ ამ ჯგუფის ვნახავ მაისფეისს და შევაფასებ შეძლებისდაგვარად

  2. ნახე და იმედია მოგეწონება :)

  3. ვა რა საინტერესოა :)
    გავეცნობი მათ შემოქმედებას და დავბრუნდები

  4. მრ.პიკასსო ამბობს:

    ნასტასია ძალიან საინტერესო ჯგუფზე დაგიწერია ინდი ერთ ერთი სატყვარელი მიმდინარეობაა ჩემთვისაც მიუხედავად იმისა რომ არც ნარკოტიკები მიზიდავს და არც სხვა სიგიჟეები მახასიათებს:) მეეჭვება მაგ მცბნებების მეც. წარმატებები

  5. iamNOTpopular ამბობს:

    კაი სტატია, ამ ჯგუფზე აქამდე არაფერი ვიცოდი : ) ნასტასია ყოჩაღ : *

  6. Toko ამბობს:

    მომეწონა,განსაკუთრებიტ მე მინახავს სამკამრისად…ტუ რავი როგორც ითარგმნება….არა რაც ყველაზე მეტად მომეწონა ამ ჯგუფში ჯგუფის სათურია

  7. მრ.პიკასო
    გამეხარდა,რომ მოგეწონა,მეც მიყვარს ინდი და იმიტომაც დავწერე პირველი პოსტი ინდი ჯგუფზე

    iamnotpopular
    :) სამაგიეროდ ახლა იცი…

    თოკო
    კი,აშკარად კაი სახელი აქვთ,რაღაცნარად ჩვენ გვგვანან…

  8. გიორგი მამადაშვილი ამბობს:

    ნასტასია, ჩვენც ხომ ცივი ომის შვილები ვართ :)

  9. ხოო,გიო,ჩვენ ცივი ომის ბავშვებიც ვართ,ცხელისაც , და თან მუსიკაც გვიყვარს :)

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress