კანადური როკ-ჯგუფი Arcade Fire ახალი ალბომის გამოსაშვებად ემზადება, თუმცა გამოშვების თარიღი ჯერ დაკონკრეტებული არაა. თავდაპირველი განცხადებით ნამუშევარი დღის სინათლეს 2010 წლის მაისში იხილავდა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით კი ის 2010 წლის მეორე ნახევარში გამოვა, რასაც წინ ალბომიდან რამდენიმე სინგლის გამოშვებას წაუმძღვარებენ. საინტერესო ინფორმაციები ვრცელდება მათ მომდევნო ტურნესთან დაკავშირებითაც. ჯგუფის მენეჯერის განცხადებით ჯერჯერობით მათ ტურნე დაგეგმილი არ აქვთ, თუმცა უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკულ საპრომოუტერო კომპანიასთან და 2010 წლის ზაფხულში Arcade Fire რამდენიმე ფესტივალის ჰედლაინერი იქნება აშშ-ში. შეგახსენებთ რომ ჯგუფის მეორე (და ჯერჯერობით ბოლო) ალბომმა Neon Bible დაიკავა ტოპ 5 ადგილები კანადის, აშშ-ს, ბრიტანეთის და ევროპის სხვა ქვეყნებში.


