kasabian ბრიტანული ინდი-როკ ჯგუფი Kasabian ცნობილ შოტლანდიურ ფესტივალზე T In The Park ჰედლაინერის სტატუსით გამოვა.  რომელიც 9-11 სექტემბერს გაიმართება.

როგორც ჯგუფის ლიდერმა ტომ მეიანმა აღნიშნა, T In The Park მათი საყვარელი ფესტივალია და ჯგუფის წევრების გულებში დიდი აგილი უჭირავს. “ჩვენ ყოველთვის ვოცნებობდით აქ ჰედლაინერის სტატუსით გამოსვლაზე და აი, ეს დღეც დადგა. ერთი სული გაქვს როდის მოვა ზაფხული, საუკეთესო შოუს ვპირდებით თვითოეულ ადამიანს ვინც ამ დღესასწაულს დაესწრება.” – აღნიშნა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

თავის მხრივ ფესტივალის ორგანიზატორებისთვისაც დიდი პატივია რომ ასეთი ჯგუფი დაუკრავს მათ მიერ მოწყობილ კონცერტებზე. “უამრავი წერილი მოგვდიოდა ყოველდღე, ფანები გვთხოვდნენ   კასაბიანის მოწვევას. გარდა ამისა, ნანახი მაქვს ამ ჯგუფის ლაივი და მინდა  ავღნიშნო რომ ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება. ასე რომ, ზაფხულისთვის მაგარ ფესტივალს ველოდებით”  - განაცხადა T In  The Park-ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება ჰედლაინერი დანარჩენ ორ დღეს. ბილეთების შეზღუდული რაოდენობა კი გაყიდვაში უკვე გავიდა.

კომენტარები

არც ერთი კომენტარი არ დაწერილა.

დატოვეთ კომენტარი

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.