The Mary Onettes – Island

TMO-IArtist: The Mary Onettes
Album: Island
Release Date: 04 November 2009
Label: Labrador Records
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ჩემს ბოლო რეცენზიაში აღვნიშნავდი, თუ რაოდენ პოპულარულია დღეს 80-ანი წლების მუსიკის გამოცოცხლება. ზოგს ეს წარმატებულად გამოსდის, ზოგს კი – ნაკლებად. ამ საქმეში ნამდვილი ხელოვანია შვედური ბენდი The Mary Onettes.

ჯგუფი აგერ უკვე მეორე ალბომს უშვებს, რომელის სახელწოდება Island-ია. “ყოველი სიმღერა პატარა კუნძულს წარმოადგენს. ისინი გარკვეულ აზრს ატარებენ” – ასე ახასიათებს საკუთარ ნამუშევრებს ფილიპ ეშტრომი, ჯგუფის ვოკალისტი. ასევე აღნიშნავს, რომ მათ არანჟირებაში სიახლეა. ეს სიახლე კი სინთეზატორი გახლავთ, რომელიც ხშირ შემთხვევაში შესამჩნევია, რადგან რამდენიმე სიმღერაში მთავარი თემა სწორედ მას მიჰყავს. ამავედროულად მის ფონად ჯგუფის ჩვეული სტილი ისმის. დინამიური დრამ-სექციები და ბასს-პარტიები, dream-pop გიტარები, ასევე დამატებული დრამატული ვოკალი და ჯამში ეს ყველაფერი სიმღერებს ნამდვილად ეპიკურად აჟღერებენ. ლირიკა კი მთლიანად პირადულ თემებზე აგებული და ამიტომ ალბომი რაღაც გარკვეულ მომენტში სენტიმენტალური მოსასმენია. ეს ფაქტი ვიღაცისთვის ალბათ მისაღებია, ხოლო ზოგისთვის კი – უინტერესო და მოსაბეზრებელი. ერთი ცხადია, რომ The Mary Onettes ნამდვილად მომხიბვლელ და ლამაზ სიმღერებს წერს. ბოლოს და ბოლოს ისინი სკანდინავიელები არიან, შესანიშნავი პოპ-მუსიკის შემოქმედი ერი.

The Mary Onettes
Myspace

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress