Lady Heroine 2008 წელს ჩამოყალიბდა, ჯგუფის წევრები არიან კოტე კალანდაძე (ვოკალი, კიტარა, Samples) და გიორგი კორძახია (გიტარა, Synth). ორივე შემსრულებელი ალბათ ზოგს გახსოვთ ჯგუფ Небо СССР-იდან, ეს კიდევ მათი ახალი და მეტად საინტერესო პროექტია. ეს არის ის ინფორმაცია რაც შეიძლება მათ myspace-ზე ნახოთ, მეტი ინფორმაციის მოძიებისთვის გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა ინტერვიუ ჯგუფთან. ჩვენს კითხვებს კი კოტე კალანდაძემ უპასუხა.
P.S. ასევე კოტესგან საჩუქრად მივიღეთ ჯგუფის 2 სიმღერა (იხილეთ ინტერვიუს ბოლოს).
MUZAME: საიდან გაჩნდა “Lady Heroine-ს” ჩამოყალიბების აზრი?
კოტე კალანდაძე: აზრი… თავიდან პერიოდულად ვწერდი სიმღერებს ინგლისურად, სანამ რუსულზე გადავიდოდი. ის სიმღერები დამენანა და თან მინდოდა რაღაც არატრადიციული ჯგუფი გამეკეთებინა და გავაკეთე ეს 2 კაციანი ჯგუფი.
უკვე 6 სიმღერა ჩავწერეთ და კიდევ ვმუშაობთ. ჰობივითაა, თავისუფალ დროს ვზივართ სახლში და ვწერთ. ეხლა ვფიქრობ შეიძლება უკვე კონცერტის გაკეთება, სოლო კონცერტის, ჩვენი თავი რომ წარვადგინოთ. კარგად ორგანიზირებული, რადგან რა მუსიკასაც ჩვენ ვუკრავთ, ყველა კონცერტზე ესე ადვილად ვერ გაიტან, სხვანაირი ტექნიკური გამართვა ჭირდება ამას, იქ კლავიში, ლეპტოპი. ესეთი მუსიკა ტექნიკურად უფრო რთულად მართვადია. მინდა ვანახო ხალხს რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს.
MUZAME: ალბომის გამოშვებას არ აპირებთ?
კოტე: ათი სიმღერა რომ შეგროვდება, ალბათ მერე ვიფიქრებთ. 6 სიმღერა უკვე ჩაწერილი გვაქვს და კიდევ ვწერთ. მაგრამ ცოტა ნელა მიდის ეს საქმე, ორივე ვმუშაობთ და იშვითად ვიკრიბებით.
MUZAME: ეგ პრობლემა მგონი საქართველოში ყველა ჯგუფს აწუხებს, უნდა მუშაობდე, რომ თავი ირჩინო და მუსიკას თავისუფალ დროს წერდე. აქ მუსიკით თავის რჩენა თითქმის შეუძლებელია. ანუ მუსიკოსობას ჰობის სახე აქვს?
კოტე: ვცდილობ რომ შევათავსო, ანუ ჰობივით არ არის. შემიძლია ვთქვა, რომ მუსიკისთვის ერთი სამსახურიდან წამოვედი. ორ სამსახურში ვიყავი და მუსიკისთვის ფაქტიურად დრო რომ აღარ მრჩებოდა, წამოვედი. ის ფული არ ღირს იმად, რომ შენ მუსიკა არ აკეთო. როცა გინდა რომ მუსიკა აკეთო, მაშინ არ ღირს. მთავარია პატარა საარსებო გქონდეს, ეგ თუ არ გექნება და მშიერი იქნები მუსიკასაც ვერ დაუკრავ, ძალა არ გექნება.
MUZAME: ამ წლების განმავლობაში რაც შენ მოღვაწეობ და ზოგადად მუსიკით დაინტერესდი, შეიცვალა თუ არა რამე საქართველოში მაგ მხრივ?
კოტე: შეიცვალა, ოღონდ ზედაპურულად. ხალხი უფრო თავისუფალია არჩევანში. მაგრამ ქართველებზე, რომ ვილაპარაკოთ, არა. მარტო ვიზუალურად თუ ვიმსჯელებთ კი და ისე არა, ტვინში არ მომხდარა არაფერი ისეთი.
MUZAME: შენი აზრით რა არის ამის მიზეზი?
კოტე: გაუნათლებლობა, წრე, გარემო, ტრადიციები ასე ვთქვათ. ქართულ ტრადიციებს არაფერს არ ვერჩი, მე ქართველი ვარ, ვერ ვიტყვი რომ ძალიან ტრადიციული ვარ, მაგრამ დიდი პატივს ვცემ ამ ყველაფერს. როცა მხოლოდ ამ ჩარჩოში ხარ, უკვე რაღაც გიტყდება მაგრად, სისტემატიური ქადაგება ამ ყველაფერის – “ეს ცუდია”, “ის კარგია”. ამის არ მწამს. მე მწამს იმის რაც ჩემს გულს უნდა. ოღონდ უნდა ვიცოდე ზუსტად გულს უნდა ეგ თუ ტვინს, აი ტვინმა შეიძლება დაგაბნიოს ცოტა. ზუსტად ტვინი აბნევს ეხლა ამ ხალხს. გულს თუ მოუსმენენ, მაშინ უფრო სწორედ დაინახავენ რა ჭირდებათ.
MUZAME: რა არ მოგწონს დღევანდელ ქართულ მუსიკალურ მოძრაობაში?
კოტე: არ მომწონს, რაღაც მხრივ მონოპოლია რომ არის გაკეთებული, ვითომ ხომ თავისუფლებაა და ყველაფერი მოსულა, დაუკარი რაც გინდა, მაგრამ მაინც შეზღუდულია განსხვავებული აზრი. შენ თუ განსხვავებული ხარ, ჩემი ყოფილი ჯგუფის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, Небо СССР-ის მაგალითზე და კიდევ იყვნენ ჯგუფები, ვინც მართლა განსხვავებულს აკეთებდნენ, შეიძლება მუსიკალურად დიდად განსხვავებული არ იყო თანამედროვე ალტერნატიული როკისგან, მაგრამ აქ იდეის მატარებელზეა საუბარი. როკ ჯგუფების უმეტესობა უკრავს ერთნაირი იდეით მუსიკას, ანუ რაღაც ისეთს, რაც მაგათზე ადრე უკვე გააკეთეს, თან ისეთმა ხალხმა ვინც დაიმკვიდრა ის ადგილი, ანუ იგივე რაღაცას აკეთებენ უფრო მდარედ, ცუდი ხარისხით და საერთოდ რატომ. რატომ აკეთებენ. ზუსტად რომ არანაირი საჭიროება არ არის მაგაში და შეიძლება პირიქით. მთელ ამ უძრაობას ეგენი ქმნიან ჩემი აზრით, იმიტომ რომ, მართლაც ქართული მუსიკალური რევოლუცია რომ იყო, 90-იანების დასაწყისში, გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც ყველაფერს უკომპრომისოდ აკეთებდნენ და მღეროდნენ იმ სოციალურ თემებზე, რაც მაშინ იყო. ისინი მარტო კი არ მღეროდნენ, ეგრე ცხოვრობდნენ. კი ისინიც იღებდნენ რაღაცას დასავლეთიდან, გემოვნებას ვერ გაექცევი, მაგრამ მღეროდნენ ქართულად. ეხლა კი ეგ ტალღა საერთოდ აღარ არის, თან უნდა ითქვას, რომ ეხლა უფრო სერიოზული ომებია ჩვენში, მიუხედავად იმისა რომ შეღებილია ფასადები და ვითომ ყველაფერი კარგად არის. ამის ფონზე მუსიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორად გაკეთებული მუსიკა და აკეთებენ არასწორად, თითქოს შეკვეთით – “ესეთი მუსიკა გააკეთე და მოგივლი, ჩემთან იქნები” და აყვა ხალხის ამას. ხედავენ, რომ ამაში რაღაც გასაქანი მაინც არის. შენებური რაღაც რომ დაუკრა, რაც მართალია, რაც გაწუხებს, მნიშვნელოვნად მიგაჩნია როგორც მუსიკოსს, შენი დანიშნულება მისია რომ გაქვს, მაგას გაურბიან. ეგ არ მომწონს დღევანდელობაში და მეტწილად ჯგუფებში ვერ ვხედავ, რომ თავისას აკეთებდნენ უკომპრომისოდ, ეს ყველაზე რთული გზაა, როცა ეგრე ხარ, როდესაც ყველა გებრძვის, ყველა გაიგნორებს, სინამდვილეში შენ ამით ძალიან დიდ საქმეს აკეთებ, რადგან შენი გაკეთებული დარჩება, იმიტომ რომ შენი გაკეთებული მილიონი სხვა გაკეთებულის ფონზე გამოჩნდება საბოლოოდ.
ჩნდებიან ჯგუფები, რაღაცას დაუკრავენ, მერე როცა არც ფესტივალებზე დაუძახებენ და არც სადმე სხვაგან, ინტერესს კარგავენ და იშლებიან, ჩემი აზრით ეგ არასწორია. მაგისთვის არ უნდა დაუკრა საქართველოში როცა ხარ, რა თქმა უნდა. იმისთვის არ უნდა დაუკრა რომ კომერცია გქონდეს, კომერცია ვერანაირად ვერ გექნება, როცა არ არის ბაზარი. იმ ჯგუფებსაც არ ექნებათ კომერცია მაგრამ წაქეზებები რომ აქვთ, რაღაც პატარა პოპულარობა ხალხში, ალბათ ვერ ხვდებიან რომ რაღაც უაზრობის გამო აკეთებენ ამას და რომ არაფერს მოუტანთ.
MUZAME: შენი აზრით როგორ შეიძლება ამის შეცვლა?
კოტე: იმ ჯგუფებმა უნდა შეცვალონ ვინც სიმართლეს უკრავენ. უნდა გააგრძელონ და თავისი უნდა გააკეთონ, რასაც ადრე თუ გვიან ხალხი დააფასებს. ის ჯგუფები, 90-იან წლებში რომ მოღვაწეობდნენ, არანაირი საშუალება არ ჰქონდათ, არც ჩაწერის, არც აპარატურის, პრინციპში ნორმალური ცხოვრების საშუალებაც არ ქონდა, მაგრამ მაინც აკეთებდნენ. ზოგმა კი ხელი ჩაიქნია ბოლოს, მაგრამ დარჩა მაგათი შემოქმედება დღემდე. დღეს რაც გვაქვს ფონდი, მუსიკალური, მეტწილად მაგათი შემოქმედებაა. ჩამოვთვლი: ეს იყო “რეცეპტი”, დადა დადიანი, “გენეტიკური კოდი” და სერგი გვარჯალაძე, “ამორალი” (რომელიც დღესაც მოღვაწეობს სხვა სახელით) და კიდევ ბევრნი… ბევრნი იყვნენ და რთულ დროს აკეთებდნენ თავის საქმეს, სწორ გზაზე იდგნენ და პრინციპში თავისი გასაკეთებელი გააკეთეს, იმიტომ რომ ამ თაობას დაუტოვეს და ეს თაობა როგორ იყენებს ამას, არ ვიცი.
MUZAME: მსოფლიო მუსიკიდან რომელ ჯგუფებს გამოარჩევდი?
კოტე: მომწონს “Interpol”, “She Wants Revenge”… რომ გითხრა დიდად ვუსმენ რა ხდება დღევანდელ მუსიკაში, არ ვარ ეგრე , რაღაც ინტერესი არ მაქვს. ესენიც მომასმენინეს და დამევასა.
მაგრამ რომ მკითხო, მსოფლიო მუსიკაშიც ძალიან ცუდად არის საქმე, იქ უკვე რა ხდება არ ვიცი…ჩემი აზრით, როკ მუსიკა გაუფასურდა, თითქოს ყველაფერი დაუკრეს, Britney Spears-იც უკვე გიტარით გამოდის კლიპში, ზოგადად ის იდეაც აღარ არის, რაღას ებრძოლონ არ იციან, როკი უკვე მოსული პონტია. ჩვენნაირ ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანია ასეთი მუსიკის განხორციელება და ამ მუსიკით რაღაცეების მტკიცება, თორემ იქ მგონი უკვე ყველაფერი დაამტკიცეს, ანუ კაი ჯგუფი თუ გაჩნდა, ისიც იმიტომ, რომ უნდა ესეთი მუსიკის კეთება
Lady Heroine – Nick Cave
Lady Heroine – Mr. President





მემგონი თვითონ არ იცის რაზე ბაზრობს :E დღევანდელ მუსიკალურ სივრცეში რა ხდებაო, და არ ვიციო არ ვუსმენო მარა არ მომწონსო იმიტორო როკი უკვე მოსული პონტია ბლაბლაბლა. თუ არ უსმენ საიდან უნდა იცოდე რახდება დღევანდელ მუსიკალურ სივრცეში ლოლ? :E
და ეს 90ანი წლების ნოსტალგია ხო ვაბშე. მეც მიყვარს და პატივს ვცემ, მაგრამ თივთონ იძახის რო ქართული ჯგუფები ჩარჩოებში არიან და სხვას ვერაფერს აკეთებენ და თვითონ არი იმ 90ანი წლების ჩარჩოში. ისეთი წარმოდგენა დამრჩა რო უბრალოდ პიროვნული პროტესტი აქ იმის მიმართ თუ რახდება დღევანდელ ქართულ თუ მსოფლიო მუსიკალურ სივრცეში მეტი არაფერი :E
კაია ესე ოპტიმისტურად რომ არის განწყობილი. ესე მომეჩვენა მე. იმედია მართლა ეგრეა.
willis acid, ხო ეგ მაგ კაცის აზრია
კაია შენიც რომ დაწერე
რომელი ჩარჩო ჯობია 90-იანების თუ დღევანდელი “განმათავისუფლებელი” მუსიკა. ორივე ჩარჩოა.
საჭიროა ჩარჩო ხელშეკრულება.
ფუ რეებს ვბოდავ ბლია…
ჰო რაც შეეხება სიმღერებს კარგია, მაგრამ ზუსტად ისეთია როგორსაც მოველოდი, ტიპიური ქართული “ალტერნატიულ კლიშე”-ში ჩასმული.. ვოკალიც, საუნდიც რავიცი :E MAMM და KFJ უფრო საინტერესო მუსიკას აკეთებენ ჩემისაზრით..
მე უფრო მოელექტროს ველოდი
MAMM და KFJ
+1
ხო ეგ სტუდიურად და ლაივში მოსამენად, ჩემი აზრით ეს უფრო საინტერესო იქნება.
მოგნი ამ კვირაში აპირებდნენ კონცერტის გამართვას და თარიღს, რომ გავიგებ დავწერ და ვნახოთ ერთად ლაივში როგორია
Kung Fu Junkie-სთან ინტერვიუზე ვფიქრობ უკვე,
Me And My Monkey ამ შაბათ-კვირას ჩაიწერება.
ასე რომ ნუ ნერვიულობთ
რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოტ ეს კაცი ჩემი აზრით ძლიერი მუსიკოსია და საბჭოთა ცით ყველაფერი დაამტკიცა …ვნახოთ ალბომი ახა.ლი
ნუ ძვლივს არ გაიჩითა ნორმალური საიტი სადაც შეიძლება გაიგო რაღაც ახლობები მუსიკაზე :X ყოჩაღთ. მოკლედ რაც შეეხება კოტეს,ამ მუსიკოსზე ვგიჟდები Nebo CCCR დან მოყოლებული,ჰოდა გამიხარდა ეხლა კიდე რაღაცებს რო ფართხალებს თურმე. აბა წარმატებები…
ვაჰ,მომწონს ეს ჯგუფი და მე ვფიქრობ რომ კფჯ და მამმ არანაირად არ უდნა შევადაროთ,იმიტომ რომ კოტე კალანდაძეს,გიორგის და ნებოს ბაზას სულ სხვა ხელწერა აქვს და არანაირად არ გავს არც-ერტ ზემოთხსენებულ ჯგუფს : ) ეს ჩემი სუბიექტური აზრია…
რაც შეეხება ამ სტატიას,მე ბევრ რამეში ვეთანხმები… ნოსტალგია 90-იანებისა არ ვიცი,იმიტომ რომ ლოგიკურია გაახსენდეს ის წლები,როდესაც ლაპარაკი ქართულ,ნამდვილ, როკს ეხება..
მოკლედ წარმატებები
გულით ვარ თქვენთან …
აბა თქვენ იცით. წარმატებები..
როგორ ბედავთ და ამას MAMMს ადარებთ ????!!!
MAMM არის ერთერთი მნიშვნელოვანი ბენდი ქართულ სივრცეში
და ადრე თუ გვიან ვინც ვერ აფასებთ დააფასებთ …
ჩემტვის კოტეს მუსიკა ბევრად სჯობს ვიდრე MAMM და დანარჩენების. NEBO’ს უკვე დიდხანს ვუსმენ და ახალი გჯუფის სიმგერებიც მომეცონე. ასე რომ ცარმატებები…
rames ro gaaketeben koncerts an rames uechveli gagvagebinet ra
Visac mogcont Kote Kalandadzis es proekti da dgevandel “gantavisuflebul” musikas amjobinebt, shegidzliat xma miscet clevandeli electronautebis dajidlovebaze
)) me piradad vtvli rom xarisxiani namushavari romelsac sheidzleba musika vucodot da am dajildovebaze cardgenili proektebidan dzalian cotas akvs, mitumetes tu pretenziaa rame originalurze. Akvt kargi da cudi trackebi… samcuxarod ufro xshirad ugemovno da gamoucdel msmenelze gatvlili.
http://www.electronauts.ge/voting/, sauketeso trackebis chamonatvalshi monishnet Lady Heroine – The Heat, clis electronautshi Kote Kalandadze