Artist: Keith Jarrett
Album: Testament
Release Date: 05 November 2009
Label: ECM
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 910
მანძილი რომელსაც პიანისტი სცენაზე კულისებიდან ინსტრუმენტამდე გადის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია კონცერტისათვის. ამ რამდენიმე წამში ჯაზისტი ხვდება რას დაუკრავს ამ საღამოს, როგორი იქნება მისი იმპროვიზაცია, როგორ დარბაზშია, რას მისცემს ის ამ დარბაზს და რას მიიღებს თვითონ დარბაზისგან.
იმპროვიზაცია ყოველთვის მუსიკოსის მკვეთრი შეგრეძნებაა გადმოტანილი ინსტრუმენტზე. იმპროვიზაციაზე მოქმედებს ყველაფერი – დარბაზი, სიგარეტის სუნი, ის ხალხი, რომელიც გარეთ ქუჩაში დადის. მუსიკოსი სრულიად კონცენტრირებული, დაძაბული იწყებს დაკვრას და ყველაფერი მაში ამ მუსიკის ნაწილი ხდება. ჯაზისტი ყოველ საღამოს თავის სულს აშიშვლებს მსმენელის წინაშე, საკუთარ თავს და იმ წამს რომელშიც უკრავს აქცევს მუსიკად, შემდეგ საღამოს ყველაფერი თავიდან იწყება – ახალ განწყობაში, ახალ დარბაზში ახალი მუსიკა ჩნდება, ყოველდღე გიწევს წინა საღამოს გამოფიტულს ძალა მოიკრიბო და ისევ დაუკრა, ისევ დაიცალო. ჯარეტის მედიტაცია ინსტრუმენტთან ყოველთვის სავსეა ამ შეგრძნებებით. თუ ჩანაწერს ისმენ კარგად გრძნობ იმ დარბაზს, რომელშიც ეს მუსიკა დაიწერა და ჩაიწერა. Testament სხვა არაფერია თუ ორი განსხვავებული საღამო, ორი კონცერტი და ორჯერ განვლილი მანძილი ინსტრუმენტამდე.
ახალ ალბომში ჯარეტი სრულად კონცენტრირებული იკარგება თავისსავე მუსიკაში და ყოველი საღამოს განწყობაში. სამ დისკიანი Testament ორი კონცერტის ჩანაწერია – პირველი კონცერტი პარიზში და მეორე – ლონდონში. არცერთი კომპოზიცია დასათაურებული არ არის ტრეკები დისკზე უბრალოდ დანომრილია – ეს უბრალოდ იმპროვიზაციაა, თავისუფალი და ბუნებრივი. ჯარეტი თავის სოლო ალბომებში ყოველთვის ახერხებს მაქსიმალურად გაშალოს იმპროვიზაციის ჩარჩოები – დაუკრას ყველაფერი რისი საშუალებაც და საჭიროებაც აქვს, მაგრამ ამ კონცერტებში ჯარეტი ყველა თავის ემოციას ისვრის კლავიატურაზე უკრავს ღრმად, ემოციურად და ბუნებრივად.
პირველი დისკი 2008 წლის 25 ნოემბრის პარიზის კონცერტის ჩანაწერია, იმპროვიზაციები დატვირთულია ათასგვარი განწყობით, მაგრამ ძირითადად მუსიკა რომანტიული და ღრმად ნაგრძნობია ( Part III და Part VII). მეორე და მესამე დისკები (2008 წლის პირველი დეკემბრის ლონდონის კონცერტი) ქაოტური და ბნელია, ბევრია ჯაზის და ბლუზის ელემენტები, ძლიერი რითმები და აგრესიული ჟღერადობა.
64 წლის ჯარეტი, უკვე ტრავმირებული და დაღლილი, სავსეა მუსიკით და იმპროვიზაციის სურვილით ეს ალბომი ალბათ ერთერთი საუკეთესო სოლო იმპროვიზაციაა ჩემს ფონოტეკაში.




იყიდიდა კაცი ფული რო ქონდეს
ჯარეტი რომ მაგარია მაგას რად უნდა ლაპარაკი
ეს ალბომი არ მომისმენი და ეხლა აუცილებლად ვნახავ