Artist: Late of the Pier
Album: Fantasy Black Channel
Release Date: 30 July 2008
Label: Parlophone Records
Fantasy Black Channel – ინგისლური ჯგუფის Late of the Pier-ის სადებიუტო ალბომი. ჯგუფი ფორმალურად 2004 წელს ჩამოყალიბდა, მაგრამ მოღვაწეობა 2001 წლიდან დაიწყეს. სახელი “Late of the Pier” the Beatles ფილმიდან “Yellow Submarine”-დან მოდის. პირევლი სინგლი “Space And The Woods” თითქმის “ოჯახურ” ლეიბლში გამოუშვეს და ის სულ რაღაც 500 ცალი იყო.
2008 წელს კი გამოვიდა მათი სადებიუტო ალბომი “Fantasy Black Channel”, რომელიც ლეიბლმა “Parlophone Records“-მა გამოუშვა (the Beatles, Coldplay, Blur, the Chemical Brothers და სხვები).
Fantasy Black Channel – მოსმენისას გაგახსენდებათ 80-იანების პოპ სტილი, ადვილად იცნობთ David Bowie-სა და Gary Numan-ის მსგავს მელოდიებსა და რითმებს. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ალბომის რეცენზიისას დაწერა, რომ “new rave-ი შეიძლება დასრულდა, მაგრამ Late of the Pier-მა შექმნა კარგად თავსებადი after-party ბენდი”.
შეიძლება რომელიმე მუსიკალური მიმდევრობის ეპოქა დასრულდეს, მაგრამ გამოჩნდება ჯგუფი, რომელიც მას გაგვახსენებს, თავისი ახალი ინტერპრეტაციით. გირჩევთ მოუსმინოთ Fantasy Black Channel-ს და ცოტა ხნით დაუბრუნდეთ 80-იანებს.
სინგლი “Space And The Woods” შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადოქაჩოთ ჯგუფის Last.fm-ის გვერდიდან.
- http://www.last.fm/music/Late+of+the+Pier
- http://www.lateofthepier.com/
- http://www.myspace.com/lateofthepier




