2010 წელს გლასტონბერის ფესტივალს U2 დახურავს. აღსანიშნავია, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჯგუფი პირველად დაუკრავს ამ ფესტივალზე. მათი კონცერტი 25 ივნისის ღამეს ჩატარდება. სხვათა შორის, მომდევნო წელს ფესტივალს 40 წელი უსრულდება. გლასტონბერის მთვარი გურუ Michael Eavis აცხადებს: “როგორც იქნა 26 წლიან მითქმა-მოთქმას წერტილი დაესვა. მსოფლიოს უდიდესი ჯგუფი მსოფლიოში საუკეთესო ფესტივალზე დაუკრავს. ჩვენს 40 წლის იუბილეზე ამაზე კარგი ვერაფერი მოხდებოდა და ამის გარდა კიდევ სხვა ბევრი სიურპრიზიც გვაქვს მომზადებული”. საგულისხმო ფაქტია, რომ მომავალი წლის ივენთის ყველა 177,500 ბილეთი უკვე ამ წელსვე გაიყიდა.




ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ ქართველი ერი და უცხოელი ემიგრანტები როდის ვიხილავთ მათ? :O